დაუსაბუთებელი პატიმრობები და პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელი - საიას დასკვნა

06.04.21 12:44
დაუსაბუთებელი პატიმრობები და  პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელი - საიას დასკვნა

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სისხლის სამართლის 4-წლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

მონიტორინგის შედეგების თანახმად, გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 

2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45%-ს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით  გაიზარდა და, საბოლოოდ,  66% შეადგინა, წერია დასკვნაში. 

საია-ს ანგარიშის თანახმად, ასევე  გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი და საბოლოოდ 66 %-ს მიაღწია.

"გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, თუკი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45 პროცენტს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით გაიზარდა და, საბოლოოდ, 66 პროცენტი შეადგინა". – წერია საია-ს ანგარიშში.

საია-ს ანგარიშში ასევე საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე.

2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში 334-დან 69 (21 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი,"– წერია ანგარიშში.

,,საიას" ანგარიშში ასევე აღნიშნულია სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურების ფაქტები და შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება.

არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება – ნათქვამია ,,საია"-ს ანგარიშში.