ჩვენ ვითხოვთ ღვთისგან არჩეულ პატრიარქს და არა სპეცსამსახურებისგან დანიშნულს - პეტრე ცაავა

06.04.21 13:59
ჩვენ ვითხოვთ ღვთისგან არჩეულ პატრიარქს და არა სპეცსამსახურებისგან დანიშნულს - პეტრე ცაავა

სასულიერო პირების მიმართვა საპატრიარქოს-დასჯილი მღვდლები პატრიარქს მეუფე სტეფანესთვის  უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვენ. ვრცელ წერილში სასულიერო პირები მიტროპოლიტს ძალადობასა და უკანონო გადაწყვტილების მიღებაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი მიმართვა დღეს რელიგიის ექსპერტთა საბჭომ გაავრცელა-თეოლოგები საპატრიარქოში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ და საეკლესიო კრების დაუყონებლივ მოწვევას ითხოვენ.

20 მა სასულიერო პირმა უკვე მიმართა საპატრიარქოს, რომ შეჩერდეს ჭყონდიდის ამჯამინდელი მიტროპოლიტის უფლებამოსილება და აღუდგეთ მღვდელმსახურება 20 სასულიერი პირს. უფლებაშეჩერებული,  პეტრე ცაავა ამბობს, რომ ეკლესიაში განხეთქილება სწორედ ჭყონდიდის ამჟამინდელი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ საქართველოს პატრიარქი პასუხისმგებელია ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ამიტომაც ის უნდა გადადგეს.

  ჩვენ ვხედავთ, რომ წლების მანძილზე ეკლესიიიდან განდევნილია საეკლესიო სამართალი, ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა, ეკლესიაში გამეფებულია შერჩევითი სამართალი, უსამართლობა, მართალი ადამიანის მოთხოვნის უგულვებელყოფა, პატრიარქი უნდა დაემორჩილოს რჯულის კანონს და  უნდა გადადგეს! ჩვენ გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული პატრიარქი, ჩვენ ვითხოვთ არჩეულ პატრიარქს, რომელიც არჩეული იქნება ღვთისგან და არა დანიშნული სპეცსამსახურებისგან - ამბობს პეტრე ცაავა.

წმინდა სინოდის წევრები ამბობენ, რომ სასულიერო პირებისა და ეკლესიის ცხოვრებაში ჟურნალისტები არ უნდა ერეოდნენ, არ უნდა სვამდნენ კითხვებს.

ჟურნალისტების უფლება არა აქვს, ჩაერიონ სასულიერო პირების ცხოვრებაში. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმას დაელოდეთ, ჩვენს ფიქრებში ვერ ჩაგგრევთ - ასე პასუხობს ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას ვანისა და ბაღდათის მეტროპოლიტი, მეუფე ანტონი.

წმინდა სინოდის წევრი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კი ჟურნალისტებს ურჩევს, დაუკავშირდეს პრესცენტრს.