კორონავირუსის რეკორდული ზრდა - თბილისში რამდენიმე სასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

06.04.21 13:09
კორონავირუსის რეკორდული ზრდა - თბილისში რამდენიმე სასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებლის გამო თბილისის რამდენიმე სკოლა და ბაგა-ბაღი სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. ლოტკინზე მდებარე მე-8 საჯარო სკოლაში ვირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის შემდეგაც სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის დირექციის თქმით, დისტანიცურ რეჟიმზე გადასვლა მოსწავლის მშობლების მოთხოვნით მოხდა. მე-8 ბაგა-ბაღში კი  ვირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო 2 კვირით სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.