პროტესტი თხინვალაში - მოსახლეობა სტადიონის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენების წინააღმდეგია

06.04.21 15:37
პროტესტი თხინვალაში - მოსახლეობა სტადიონის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენების წინააღმდეგია

პროტესტი თხინვალაში -  მოსახლეობა სოფლის ცენტრში არსებული სტადიონის აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებს, სადაც მერია საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. მოსახლოება წლებია აღნიშნული სტადიონის რეაბილიტაციას და სპორტული სივრცის მოწყობას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  4 კაციანი ჯგუფი მერიის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა მერიის მხრიდან უარით დასრულდა.  ადგილობრივები სტადიონის დათმობას არ აპირებენ. ისინი მერიის შენობის პიკეტირებას და რადიკალურ აქციებს აანონსებენ.
 

იქნება აქციები ყველა ვარიანტში და  ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობას ფიზიკურად გააჩერებს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები