მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება თვითიზოლაციაში - გაბუნია პრემიერის შესახებ

06.04.21 13:26
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება თვითიზოლაციაში - გაბუნია პრემიერის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მკურნალობა თვითიზოლაციის პირობებში მიმდინარეობს.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს  დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.  მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის ჩაიტარებს შესაფერის მკურნალობას, თვითიზოლაციაში ხდება მისი მკურნალობა," - ამბობს გაბუნია. 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.