გამოდის, რომ მოქმედი მოსამართლე ამერიკაში სამსახურს პარალელურად ეძებდა - ნაზი ჯანეზაშვილი

06.04.21 13:47
გამოდის, რომ მოქმედი მოსამართლე ამერიკაში სამსახურს პარალელურად ეძებდა - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ მოსამართლის მხრიდან შვებულების აღება და პარალელურად აშშ-ში სამსახურის ძიება მიუღებელი ფორმაა. 

ცხადია, ნებისმიერ მოსამართლეს აქვს უფლება, გააგრძელოს, ან არ გააგრძელოს საქმიანობა, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების ფორმას, შვებულება რაში სჭირდებოდა, ჩემთვის არის გაუგებარი, ის ამბობს, რომ დაიწყო მუშაობა. სამსახურიდან ის წავიდა საბჭოს გადაწყვეტილებით გუშინ და რამდენიმე საათში ახალი სამსახური როგორ დაიწყო, უცნობია. გამოდის, რომ მოქმედი მოსამართლე წასულია ამერიკაში და იქ ეძებს სამსახურს და როცა იწყებს ახალ სამსახურს, მერე აგზავნის განცხადებას, რომ გათავისუფლდეს თანამდებობიდან," - ამბობს ჯანეზაშვილი. 

ცნობისთვის, უვადოდ დანიშნულმა  მოსამართლემ, მაია სვიანაძემ, რომელიც შვებულებაში ყოფნისას ამერიკაში წავიდა და იქ დარჩა, უკვე ახალი სამსახურიც იშოვა. ფაქტის შესახებ მისი ფეისბუქგვერდიდან ხდება ცნობილი. 

ინფორმაცია, რომ მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, გუშინ გაავრცელა.