იქნება ვირუსის არა მარტო მესამე, არამედ მეოთხე, მეხუთე ტალღა - კოტე მათითაშვილი

06.04.21 14:42
იქნება ვირუსის არა მარტო მესამე, არამედ მეოთხე, მეხუთე ტალღა - კოტე მათითაშვილი

ექიმი კოტე მათითაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროება არსებობს. სპეციალისტს მიაჩნია, რომ კორონას მეხუთე ტალღასაც კი უნდა ველოდოთ.

ვირუსი არსად მიდის, იქნება არა მარტო მესამე, არამედ მეოთხე, მეხუთე ტალღა! აცრებისა და ვაქცინის მიმართულებით ძალიან პასიურია ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა, სანამ არ მივიღებთ ამ ვაქცინას, სანამ არ ამაღლდება ადამიანის ცნობიერება ვირუსთან ბრძოლაში, ჩვენ ეს ომი გვექნება წაგებული. ვხედავთ, რომ ვირუსის რაოდენობა მატულობს, ისევ მოლოდინი გაჩნდა იმისა, რომ ჩვენ დაგვკეტავენ, ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება, ალბათ, ასეც მოხდება. ვირუსი ისევ მოგვიგებს რადგან ვაქცინაცია არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რადგან ვაქცინის რაოდენობა არასაკმარისია, რადგან ჩინური ვაქცინაა შემოტანილი, რომელსაც ჯანმოს ნებართვა არა აქვს მიღებული და ჯერ ვერ გამოვიყენებთ, რადგან ხალხის ცნობიერება არ არის ამაღლებული, ჯანდაცვის სისტემა პასიურობს, ამიტომ ვირუსი ისევ მოგვიგებს - პროგნოზირებს ექიმი კოტე მათითაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იმატებს