კოვიდინფიცირებულ პრემიერს ე.წ. კლასტერი არ ჰყავს - კანცელარიაში ეპდიკვლევა ჩატარდა

06.04.21 15:16
კოვიდინფიცირებულ პრემიერს ე.წ. კლასტერი არ ჰყავს - კანცელარიაში ეპდიკვლევა ჩატარდა

პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში ე.წ. კლასტერი არ ჰყავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, კანცელარიაში ეპიდკვლევა ჩატარდა, თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პრემიერი თავს კარგად გრძნობს. თამარ გაბუნია ასევე განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით  მხოლოდ იმიტომ არ აიცრა, რომ არ მიეკუთვნებოდა არც ერთ სამიზნე ჯგუფს, რომლისთვისაც ვაქცინაცია იყო განკუთვნილი.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა. პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, - ამბობს თამარ გაბუნია. 

ინფორმაცია კორონავირუსის დადასტურების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს თავად გაავრცელა.