თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

06.04.21 15:43
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც თბილისის მეტროში მგზავრთა ჭარბი რაოდენობაა ასახული. კომპანიის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მეტრო ჩვეულ რეჟიმში, ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებას განაგრძობს. 

 თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე – 2.5 წუთამდე. გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება - აცხადესბ თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

 

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ფოტომასალა, სადაც მეტროში მგზავრთა ჭარბი რაოდენობაა ასახული.

მსგავსი სიახლეები