ერთი გაუჩინარებულია, სამის ცხედარი იპოვეს - უმძიმესი ინფორმაცია გალიდან

07.04.21 11:00
ერთი გაუჩინარებულია, სამის ცხედარი იპოვეს - უმძიმესი ინფორმაცია გალიდან

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული საქართველოს ოთხი მოქალაქიდან სამის ცხედარი იპოვეს.

ცნობილია, რომ ისინი უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქსაქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო საქართველოს მოქალაქეებმა ზუგდიდში გადმოსვლა მდინარე ენგურის გავლით გადაწყვიტეს, თუმცა, სავარაუდოდ, მდინარე  ვერ გადმოლახეს და დაიხრჩვნენ.