მდინარე ენგურში გარდაცვლილ ცოლ-ქმარს თან ბავშვი ახლდა - სამოქალაქო აქტივისტი

07.04.21 12:38
მდინარე ენგურში გარდაცვლილ ცოლ-ქმარს თან ბავშვი ახლდა - სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი, ლალი ჯანაშია, ოკუპირებულ გალში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შესახებ მის ხელთ არსებულ უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც ჯანაშიამ "ტვ. პირველის" გადაცემა "პირველამდე"-ში განაცხადა, მდინარე ენგურის გადმოლახვისას გარდაცვლილ ცოლ-ქმარს თან მცირეწლოვანი შვილიც ახლდა. 

ძალიან არ მინდა, ეს ინფორმაცია დადასტურდეს. ამ ოჯახს ეს ტრაგედია ეყოფა, თუმცა მეც იგივე ინფორმაცია მაქვს: ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სამედიცინო მომსახურების მიზნით გადმოდიოდნენ"- განაცხადა ჯანაშიამ.