რუსთაველზე, კარვებში საშინელი სუნია, ეტყობა, იქვე ისაქმებენ - მეუფე იაკობი

07.04.21 14:07
რუსთაველზე, კარვებში საშინელი სუნია, ეტყობა, იქვე ისაქმებენ - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი დღეს ქადაგებაში  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ამბიონიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობს არ მოსწონს კარვების ქალაქი რუსთაველის გამზირზე.  სასულიერო პირი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შერიგებისკენ მოუწოდებს.

თბილისი თბილის არა ჰგავს, იმდენი კარავი გაშალეს, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, ცუდი სუნი იდგა, ეტყობა, იქვე ისაქმებენ, ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე, ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის, გარეთ ესაუბრათ პოლიტიკაზე, სანამ არ შერიგდებიან, ქვეყანას არაფერი ეშველება, მილიონი კარავი გაშალე, მერე რა? - განაცხადა ქადაგების დროს მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხალხი არ უჭერს მხარს. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსების უცხოელ დიპლომატებთან მოლაპარაკებებს მეუფე იაკობი გაუმართლებლად მიიჩნევს.

იძახე, არჩევნები, არჩევნები, რატომ არ გიდგება გვერდში ხალხი? მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ! სამარცხვინოდ უცხოელებთან სხდებით და ანახებთ, შინაგანი რაც გაქვთ, ისინი ხომ ხედავენ? - ამბობს მეუფე იაკობი.

სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთთან დაკავშირებით დღეს წირვა-ლოცვა გაიმართა. 

 

 

მსგავსი სიახლეები