შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა

07.04.21 15:36
შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე, შეურაცხადად იქნა ცნობილი - შესაბამისი დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო. 

როგორც "ტვ პირველის" ვებ-გვერდს ხომასურიძის უფლებადამცველმა, მამუკა ბასილაშვილმა, განუცხადა, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ზ.ხ-ს მამის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. 

თამაზ ხომასურიძეს ხონის სამედიცინო დაწესებულებაში  იძულებით მკურნალობაზე გადაიყვანენ.

ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, მუქარისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები