სოლიდარობა გალის მოსახლეობას! - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

07.04.21 17:26
სოლიდარობა გალის მოსახლეობას! - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

სოლიდარობა გალის მოსახლეობას!  - ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები  ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებტათის 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ხელისუფლებას უსაფუძვლო რეგულაციები აქვს დაწესებულები.

ადგილზე სხვა და სხვა  სამომოქალაქო  მოძრაობის აქტვისტები იკრიბებიან. 

დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ როგორი არასწორი პოლიტიკა და არასწორი მიდგომა აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ოკუპირელ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან. დღეს ის ტრაგედია, რაც დატრიალდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ არსწორი პოლიტიკის შედეგი. იმ ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ენგურის ხიდთან შესაძლებელია მოეწყოს პისიარ ტესტირების ადგილი და მოქალაქეები ენგურის გვერდის ავლით შეიძლება რომ გადმოდიოდნენ პირდაპირ 5 დღიანი კარანტინის გარეშე, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში საკვების საყიდლად და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გადმოდიოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, 5 დღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად ზუგდიდში გადმოსვლა შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გავლით გადაწყვიტეს, რა დროსაც მდინარე ადიდდა და მოქალაქეებმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

მეორე ვერსიით, საქართველოს მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები გაწვრთნილი ძაღლებით დაედევნენ, რის გამოც მათ მდინარე ენგურში შესვლა მოუწიათ.
 

მსგავსი სიახლეები