ენგურზე გარდაცვლილები და სიკვდილს სასწაულად გადარჩენილები - ექვსი ადამიანი იპოვეს, ცოცხლები არიან

07.04.21 17:49
ენგურზე გარდაცვლილები და სიკვდილს სასწაულად გადარჩენილები - ექვსი ადამიანი იპოვეს, ცოცხლები არიან

ტრაგედია ენგურზე - "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას სულ 11 ადამიანი ცდილობდა. აქედან ოთხი გარდაიცვალა, დანარჩენები კი ამ დროისთვის ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

ჯგუფი, რომელიც იქიდან მოდიოდა, 11 კაცისგან შედგებოდა. უნდოდათ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, თუმცა უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც იცით, გაზაფხულზე ენგური კალაპოტს იცვლის. სამწუხაროდ, 4 ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენები კი გადარჩნენ. ისინი დინებამ სხვა მიმართულებით გამორიყა"- განაცხადა "ტვ პირველთან" კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარანტინში გადაყვანის წესი აუცილებლად უნდა შეცვალოს. 

სიტუაცია ისედაც რთულია გადაადგილებასთან დაკავშირებით. კოვიდის ფონზე ის კიდევ უფრო გართულდა. ცენტრალურ ხელისუფლებას ისინი კარანტინში გადაჰყავს. ამ კარანტის ცოტა ხნის წინ ერთი ქალბატონი უკვე შეეწირა. რაღაც გასაკეთებელია, ვიცი რომ კარანტინის საკითხის გადახედვაზე საუბარი მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში მოხსნა გადაიფიქრეს. რომ მოეხსნათ, ეს ადამიანები არ დაიღუპებოდნენ- ამბობს გიორგი კანაშვილი. 

საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში საკვების საყიდლად და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გადმოდიოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, 5 დღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად ზუგდიდში გადმოსვლა შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გავლით, გადაწყვიტეს, რა დროსაც მდინარე ადიდდა და მოქალაქეებმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

მეორე ვერსიით, საქართველოს მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები გაწვრთნილი ძაღლებით დაედევნენ, რის გამოც მათ მდინარე ენგურში შესვლა მოუწიათ.

 

მსგავსი სიახლეები