ავარია ქუთაისში - დაზიანდა 3 მანქანა, დაშავებულია ერთი პირი

08.04.21 10:40
ავარია ქუთაისში - დაზიანდა 3 მანქანა, დაშავებულია ერთი პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში -  თვითმხილველების თქმით,  საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა.

დაზიანებულებს შორის  სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ.

ასევე დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.