დაისაჯონ, როგორც მკვლელები - მეგი ბაქრაძის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

08.04.21 11:20
დაისაჯონ, როგორც მკვლელები - მეგი ბაქრაძის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

"დაისაჯონ, როგორც მკვლელები" - გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის, ოჯახი ბრალდებული ექიმების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. 

გარდაცვლილი ქალის ქმარი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სამი მედიკოსის გარდა, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ. 

ბაქრაძის ოჯახის წევრების თქმით, კლინიკა "იმედის" ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. 

ვიოლეტა ინასარიძე და სხვები წინა კვირას ამტკიცებდნენ, რომ მეგის არ მოშორებიან და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო, თუმცა გუშინ ჩვენება შეცვალეს. ადრენალინის დაგვიანების გამო კუნჩხვებში ჩავარდნილ მეგის უკვე გიორგიმ დახმარება ვერ აღმოუჩინა"- განაცხადა მანუჩარ კობახიძემ. 

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული მედდა უდანაშაულოა. კობახიძე ამბობს, რომ კლინიკა ,,იმედს" ვიღაც დიდი მფარველობს". 

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

ახალციხის კლინიკის 3 ექიმი სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია. კლინიკა "იმედის" ექიმებს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალი უკვე წაუყენა. მათ გამოძიებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. 

საქმის მასალების მიხედვით, მედიკოსებმა ცრუ ჩვენება მისცეს, რითაც ხელი შეუშალეს მედდის სიკვდილის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. 

მსგავსი სიახლეები