წვეტიანი ფეხსაცმლით, პანჩურებით არის გამოსაგდები - უგულავა ნიკა მელიას საქმის პროკურორზე

08.04.21 12:05
წვეტიანი ფეხსაცმლით, პანჩურებით არის გამოსაგდები  - უგულავა ნიკა მელიას საქმის პროკურორზე

პროკურატურის განცხადებას, თითქოს ნიკა მელიას გირაოს გადახდა მისი გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, ტყუილს უწოდებს. უგულავა კანონის შესაბამის იმ პროცედურას განმარტავს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, პროკურორი ამირან  გულაშვილი მატყუარაა და ის პროკურატურიდან პანჩურებით არის გამოსაგდები. 

ყელმოღერებულები საუბრობენ, რომ გირაო უნდა გადაიხადოს და გამოვა. პროცედურა არის შემდეგი; ჯერ უნდა დააყენონ თვითონ, მერე უნდა გამოვიდეს და იმ ვადაში გადაიხადოს. თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს რომელი პროკურორი და მითხრას, რომ ეს ასე არ არის. იტყუებიან. მორალურად არიან ჩვეულებრივი მონები და აი, ეს გულაშვილი კიდევ, აი, ამ ბრიფინგების გამო, მართლა წვეტიანი ფეხსაცმლით არის პანჩურებით პროკურატურიდან გამოსაგდები, იმიტომ, რომ ისეთ რამეს ლაპარაკობს, რომლის გამოც მგლის ბილეთი უნდა დააჭერინონ პირში და ისე გამოაგდონ. მთელი პროკურატურა მატყუარაა. გამოვიდნენ, საპირისპირო დამიმტკიცონ და მერე ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ჩეულებრივი მატყუარები არიან, - აცხადებს უგულავა. 
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია  პროცესი მიმდინარეობს.