წმინდა სინოდი შეიკრიბა - განხილვის თემა, სავარაუდოდ, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული დაპირისპირებაა

08.04.21 12:34
წმინდა სინოდი შეიკრიბა  - განხილვის თემა, სავარაუდოდ, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული დაპირისპირებაა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, დიდი ალბათობით, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. პარალელურად, დასჯილი  სასულიერო პირები წმინდა სინოდის  გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ აინტერესებთ, შეაჩერებს თუ არა სინოდი მეუფე სტეფანეს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ მღვდელმსახურება აეკრძალათ. 

საპატრიარქოს გარეთ სამოქალაქო საზოგადოებაა შეკრებილი. ადგილზე სხვადასხვა ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი  მიზანი დასჯილი სასულიერო პირებისგან პატრიარქის დაცვაა. ამის მიზეზად ისინი მღვდლების მიერ საპატრიარქოსთან დაანონსებულ საპროტესტო აქციას ასახელებენ.  

ჩვენი პოლიციის სამარცხვინო საქციელი ვნახეთ , რომ პატრიარქის აგინებინეს, აყვირებინეს და ჩვენ ვნახეთ, რა ქნა პოლიციამ ჭყონდიდში, რომ მიუშვა და აივნიდან გამოვარდნენ და შეცვივდნენ. პოლიცია იცავს ზონდერებს, ეკლესიის მტრებს, ამიტომ ჩვენ ვართ ვალდებული ფიზიკურად, ხელით დავიცვათ ჩვენი პატრიარქი, -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვლენ თუ არა მარტვილიდან დასჯილი სასულიერო პირები. ეს, სავარაუდოდ,  სინოდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 
 

მსგავსი სიახლეები