ექიმებს არა აქვთ სისტემის ნდობა და იმედი, რომ სიმართლეს დაამტკიცებენ - თამარ გაბუნია

08.04.21 13:28
ექიმებს არა აქვთ სისტემის ნდობა და იმედი, რომ სიმართლეს დაამტკიცებენ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ადასტურებს, რომ ახალციხეში ვაქცინირებულ ექთნისთვის, მეგი ბაქრაძესთვის, სამედიცინო დახმარება ექიმმა ვიოლეტა ინასარიძეს არ ჩაუტარებია.

ვიოლეტა ინასარიძემ ტელევიზიითაც მისცა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, მას ადრენალინი არ გაუკეთებია მეგი ბაქრაძისთვის, მეთვალყურეობას პაციენტზე სხვა პერსონალი ახორციელებდა, თუ სამედიცინო ჩარევის თვალსაზრისით რამე გადაცდომა გვაქვს, ამას სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა ამ არასწორ ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს საერთოდ არა აქვთ სისტემის ნდობა, იმედი არა აქვთ, რომ თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ -აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ახალციხეში  ვაქცინირებულ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და ,ას სასწრაფო სამედიცინო დახმარება კლინიკა ,,იმედში" გაუწიეს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კლინიკის ექიმმა, ვიოლეტა ინასარიძემ, თავდაპირველად განაცხადა, რომ ექთანს პირველადი დახმარება გაუწია და ადრენალინი გაუკეთა, თუმცა, შემდგომში საკუთარი ჩვენება უარყო.

მსგავსი სიახლეები