ერთად სვამდნენ, სავარაუდოდ, ცემით მოკლა -წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

08.04.21 14:00
ერთად სვამდნენ, სავარაუდოდ, ცემით მოკლა -წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"ტვ პირველმა" კიკეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - ადგილობრივები ამბობენ, რომ 32 წლის დავით ფედოროვმა მამა, გივი ფედოროვი, ცემით მოკლა.

 როგორც ირკვევა, სასტიკი მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილი  სახლში ერთად სვამდა. კონფლიქტი კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფებს შორის მოხდა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ბრალდებული დააკავა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივები ოჯახს დადებითად ახასიათებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები