მერიამ ვაშლიჯვარში ნაპრალები მიწით ამოავსო და ეს არაა გამოსავალი - სეისმოლოგი

08.04.21 14:55
მერიამ ვაშლიჯვარში  ნაპრალები მიწით ამოავსო და ეს არაა გამოსავალი - სეისმოლოგი

ვაშლიჯვარში მერიის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არაეფექტურია - ამის შესახებ ტვ პირველს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა, განუცხადა.

 სეისმოლოგი აღნიშნავს, რომ ნაპრალის ამოვსება სასურველ შედეგს არ მოიტანს, რადგან პროცესების მონიტორინგის საშუალება იკარგება.

 მერიამ ნაპრალები მიწით ამოავსო, ეს გამოსავალია? მეწყრულ ტერიტორიაზე რამდენად რელევანტურია აღნიშნული სამუშაოები, უნდა დაედგინა კვლევებს, მათ შორის, მერიის დაკვეთითაა ეს კვლევა, მაგრამ ისინი არ დაელოდნენ ამ კვლევას, არც პროექტი არსებობს, როგორც ამბობენ, გადაუდებელი აუცილებლობაა, რადგან მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა. არ მიმდინარეობს ამ დაზიანების მონიტორინგი, ჩნდება კითხვა, თუ ასეა, რატომ დამარხეს მაგისტრალური მილსადენი რამდენიმე მეტრით? რის საფუძველზე მოხდა ნაპრალის მიწის საფარით ამოვსება, რა კვლევები ჩაატარეს, გაუგებარია - აღნიშნავს სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი. 

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ფერდობზე, მეწყრული პროცესებია დაწყებული. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თბილისს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. თბილისის მერია მეწყრის წარმოშობის ადგილთან ახლოს ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები