ობიექტებს, სადაც დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა, გარკვეული ნიშანი მიენიჭოს - გაბუნია

08.04.21 15:43
ობიექტებს, სადაც დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა, გარკვეული ნიშანი მიენიჭოს - გაბუნია

ობიექტებს, სადაც დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა, გარკვეული ნიშანი მიენიჭოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პრომოციას, ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს დადებით სტიმულებს, რათა წახალისდეს ბიზნესგარემოში ვაქცინაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით შესაძლო,ა ჩვენც ვიფიქროთ იმაზე, რომ იმ დაწესებულებას, სადაც დასაქმებულების 80% იქნება ვაქცინირებული, მიენიჭოს გარკვეული ნიშანი. ეს არის გარკვეული კონცეფცია, რომელიც დამუშავებადია. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები