საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან

08.04.21 16:12
საქართველოში AstraZeneca-ს  ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან

საქართველოში AstraZeneca-ს  ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან.

დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება 55 წელის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლაც მიმდინარეობს, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ამ ეტაპისთვის „ასტრაზენეკათი“ აღარ მოხდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები