დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით მითვისების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

02.03.21 10:41
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით მითვისების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასმახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მკოტყუებით დაეუფლნენ, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.