სირცხვილია, ადამიანის მკვლელების 3 000 ლარით გამოშვება - მეგი ბაქრაძის ქმარი
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის, ქმარი, მანუჩარ კობახიძე, სამარცხვინოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც საქმეზე ბრალდებულებს დღეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
სირცხვილია, ადამიანის მკვლელების 3 000 ლარით გამოშვება - თქვა "ტვ. პირველთან" გარდაცვლილის ქმარმა.
მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ როცა მეუღლე თბილისში ჩამოიყვანა, ,,ტვინის 99%-ი ჰქონდა მკვდარი, მხოლოდ გულს ამუშავებდნენ".