ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზი ქელეხის გამართვისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა

08.04.21 20:39
ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზი  ქელეხის გამართვისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა

ოზურგეთში, გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზის მფლობელი  10 ათასი ლარით დაჯარიმდა. ინფორმაცია ტვ პირველს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.


ოზურგეთში, გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე დარბაზის მფლობელი შპს იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მე-10 პრიმა მუხლის შესაბამისად  დაჯარიმდა" -  აცხადებენ შსს-ში.
 

შე გახსენებთ, რომ დარბაზში 100 კაციანი ქელეხი დღეს გადაიხადეს.მას შემდეგ რაც შემთხვევა ტვ პირველმა გააშუქა, შპს-ს ერთერთმა მფლობელმა, ნათია ღლონტმა სოციალურ ქსელში პოლიციაში ყოფნის დროს ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის არავის დაუჯარიმებია, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ღლონტის გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ის, კანონის დარღვევის გამო უკვე დაჯარიმდა.

მსგავსი სიახლეები