კანონის ენაზე ეს ნიკა მელიას პატიმრობის შეწყვეტას ნიშნავს - ადვოკატი პროკურატურის განცხადებაზე

09.04.21 11:41
კანონის ენაზე ეს ნიკა მელიას პატიმრობის შეწყვეტას ნიშნავს - ადვოკატი პროკურატურის განცხადებაზე

პროკურატურის საჯარო განცხადებას იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა მათი თვითმიზანი არ არის, ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატები ეხმიანებიან.  აღნიშნული განცხადების შემდეგ ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეწყვეტას არ გამორიცხავს. მისი თქმით, 13 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

პროკურატურის საჯარო განცხადებით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა არ არის უალტერნატივო. ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. ამასთანავე, მათ განაცხადეს, რომ ნიკა მელიას სურვილის შემთხვევაში ისინი მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლით გირაოს გამოყენების თაობაზე. ცალსახად, კანონის ენაზე ეს ნიშნავს, რომ სამშაბათს მოსამართლემ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა შეწყვიტოს, - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამშაბათს, 13 აპრილსაა, ჩანიშნული.