რომ არა კარანტინი, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა - აცხადებენ დაღუპულთა ოჯახის წევრები

09.04.21 12:07
 რომ არა კარანტინი, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა - აცხადებენ დაღუპულთა ოჯახის წევრები

რომ არა კარანტინი, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა - აცხადებენ მდინარე ენგურის ადიდების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 2 ადამინის ცხედარი გალში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, არ არის გადასვენებული. ახლობლები აცხადებენ, რომ არა საკარანტინე შეზღუდვა, გალიდან საქართველოს მოქალაქეები ენგურის ხიდის გავლით შემოვიდოდნენ და დღესაც ცოცხლებიც იქნებოდნენ.

7 აპრილს მდინარე საქართველოს 4 მოქალაქე გალიდან ზუგდიდში გადასვლას შემოვლითი გზით ცდილობდა. მდინარე ენგურის ადიდების შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა. 

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპაციას შეწირული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები