ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

02.03.21 17:02
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი სოფელ ზარდიანთკარში 2019 წლის 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 

29 ნოემბერს ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის ბრალდებით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი სიახლეები