„პირველების“ ინფორმაციით, დაკავებულია „გრინ სერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე

13.10.22 17:04
„პირველების“ ინფორმაციით, დაკავებულია „გრინ სერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა - „პირველების“ ინფორმაციით, დაკავებულია „გრინ სერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. 

ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„პირველების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფება ასევე „გრინ სერვისის“თანადამფუძნებელი კობა ხარშილაძე.

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მსგავსი სიახლეები