გვიყვიროდნენ დააყენეთ სახეებიო, არ ჰქონდათ ჩხრეკის ორდერი - დაკავებულის შვილი უკანონო ჩხრეკაზე

04.03.21 13:23
გვიყვიროდნენ დააყენეთ სახეებიო, არ ჰქონდათ ჩხრეკის ორდერი - დაკავებულის შვილი უკანონო ჩხრეკაზე

დიდ დიღომში მოხმდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია. დაჭრილი გადელიას გადაყვანასს საავადმყოფოში მისი ახლობელი რომან ხარაზიშვილი ცდილობდა, რა დროსაც ავტო ავარიაში მოყვა.სისხლიანი გარჩევიდან რამდენიმე საათში კი მამაკაცი რომელმაც დაჭრილი ახალგაზრდა საავდმყოფომდე მიყვანას ცდილობდა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად პოლიციაში გადაიყვანეს, მანამდე კი რომან ხარაზიშვილის სახლში გვიან ღამით შეიჭრნენ. დაჭრილის ახლობელი ამბობს, რომ ჩხრეკა სახლში ყოველგვარი ორდერის გარეშე და პროცედურული დარღვევით ჩატარდა.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ სპეცოპერაცია  მუხიანში, საცხოვრებელ სახლში ისე ჩატარდა რომ ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ.

ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაისვა მანქანაში დაჭრილი ადამიანი, რომელიც მიყავდა საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოში მისვლამდე მოუვიდა საგზაო შემთხვევა. ეს ადამიანი გადასვა სხვა მანქანაში,ყვიროდა პატრულს გამოიძახეთო,მოკლედ არაფერს მალავდა. შოკირებული დაბრუნდა სახლში და ამ დროს მოვიდა პოლიცია. ეს ადამიანი არის დაჭრილია გადარჩა.  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შორეული ნაცნობია, რომელიც შემთხვევით ჩაისვა მანქანაში. რა მოხდა ვინ ვინ დაჭრა არ იცის,სად მოხდა სხეულის დაზიანება არ იცის. ნახა დაჭრილი ადამიანი, რომელიც მიყავდა საავადმყოფოში. ამ ადამიანის შვილების განმარტებით მათი უფლებები დაირღვა, სახლში ისე შევიდნენ არანაირი დოკუმენტი არ წარუდგინეს. გაჩხრიკეს სახლი მაგრამ არანაირი ჩხრეკის ოქმი არ შეადგინეს. ეს ადამიანი რეალურად უხეში ფორმებით წაიყვანეს გამოკითხვაზე -ამბობს ადვოკატი.

დაკავებული რომა ხარაზიშვილის შვილები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა მათი მამა.

ვეუბნები მანახეთ ორდერი, არ ქონდათ არანაირი საბუთი. გვიყვიროდნენ თქვენ რა ისტერიკაში ხართო, დააყენეთ სახეებიო. ესე მოიტაცეს და წავიდნენ. მე ვიფიქრე რომ გამტაცებლებმა გაიტაცეს.მრავალი პოლიციელი ერთდროულად შემოვარდა სახლში, გაიშალნენ სახლში დაიწყეს ჩხრეკა. ჩემ დას დავუყვირე რომ გადაეღო, არ ჰქონდათ ორდერი, გვიყვიროდნენ, მამაჩემი წაიყვანეს, ვეკითხებოდი რის საფუძველზე მიგყავთ ან სად მიგყავთთქო, ესე მოიტაცეს და წავიდნენ-ამბობს ნათია შვილი.

შეგახსენებთ, სისხლიანი დაპირისპირება დიდ დიღომში მოხდა, რა დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.