თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის, შსს-ს თანამშრომელი

შსს-მ დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.
დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.