"ნაციონალების" ოფისის დარბევისთვის დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

05.03.21 11:53
 "ნაციონალების" ოფისის დარბევისთვის დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რამდენიმე წუთში სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისთვის  დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ გასარკვევია, ვინ არიან დამკვეთები, ვინაიდან შემსრულებელთა წრე, შესაძლოა, ძალიან დიდი იყოს.

ბრალდების მხარე წარმოდგენილია პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოში. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი-ფორმალური საფუძვლები, რა თქმა უნდა, არსებობს. მხარისთვის, რომელი პარტიის ოფისიც 6-ჯერ არის დარბეული ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, რომ საინტერესოა, ვინ არიან დანაშაული დამკვეთები, ვინაიდან შემსრულებლები შესაძლებელია იქნენ დაკავებულები, მაგრამ შემსრულებელთა წრე იქნება ძალიან დიდი, თუკი არ გაირკვა დამლვეთების ვინაობა. ის, რომ ჩვენი ვარაუდებიც უკავშირდება „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაცია, ესეც არის ალბათ მოსალოდნელი და ბუნებრივი ფაქტი - აცხადებს ბრალდების მხარე.

პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ქმედება სპონტანურად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინეს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინეტერესებიდან გამომდინარე.

აღიარებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხივე ბრალს მხოლოდ იმ დათქმით, რომ ბრალდების დადგენილებაში მოტივაციაშ ჩაწერილი აქვთ ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურეას პოლიტიკური შეუწყნარებლობის მოტივი, რასაც ჩემი ბრალდებულები არ ეთანხმებიან. თვითონ ფაქტს დაზიანების შენობისა აღიარებენ, მაგრამ მოტივს არ ეთანხმებიან, რადგან ამბობენ, რომ არანაირი პოლიტიკკური ინტერესი მათ არ გააჩნიათ. არასდროს არეცრთი პარტიის წერ~ვრი არ ყოფილან, აქტივისტები მითუმეტეს და აქედან გამომდინარე, ეს იყო სიმთრალის ნიადაგზე სპონტანურად ვწამოჭრილი ქმედება. სავარაუდოდ, ჩვენ შევთავაზებთ 2000 ლარს თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ოდენობა მისთის შეფერებელი იქნება, თითონვე განსაზღვრონ გირასო ოდენობა, - დაცვაცხადებს უფლებადამცველი.

ოპოზიციში იმედოვნებენ, რომ ოთხივე ბრალდებულს სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს.

მსგავსი სიახლეები