ნამახვანჰესზე სასაუბროდ მინისტრებთან შეხვედრაზე სკოლისა და ბაღის მასწავლებლები მიიყვანეს

05.03.21 13:15
ნამახვანჰესზე სასაუბროდ მინისტრებთან შეხვედრაზე სკოლისა და ბაღის მასწავლებლები მიიყვანეს

ცაგერის სახლში ნამახვანჰესზე სასაუბროდ მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მაგივრად სკოლისა და ბაღის მასწავლებლები მიიყვანეს. 

მინისტრებთან შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება. ადგილზე შესვლის უფლება არც მედიის წარმომადგენლებს და არც სხვა მოქალაქეებს ჰქონიათ. ფაქტმა რიონის მცველების უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ კარი ყველასთვის ღია იყო.

მე ვწუხვარ, ალბათ მანამდე უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია, მაგრამ პირობას გაძლევთ მეც და ლევან დავითაშვილიც რიონის მცველებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომელიც კითხვებს სვამს,  შევხვდეთ ნებისმიერ მათთვის მისაღებ ფორმატში.  ბევრ რამეში ვთვლით, რომ არ არიან ბოლომდე გარკვეულები და  საჭიროა დიალოგი, აუცილებელია განმარტება, მე ვფიქრობ, რომ როცა გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებული პოლიტიკურად და არ აქვთ ნეგატიური დღის წესრიგი და  მჯერა, რომ ასეთი ადამიანები არიან რიონის მცველები და ვინც იცავს ახალგაზრდები, გნებავთ სხვა თაობები, ყოველთვის მოინახება კონსტრუქციული პლატფორმა კომუნიკაციებისთვის. - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტვ პირველის ინფორმაციით, მასწვალებლები დარბაზის შესავსებად მიიყვანეს. ისინი წინა დღეს გააფრთხილეს, რომ შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ. 

მსგავსი სიახლეები