პოლიციის ბრალია, ვაქცინა რომ არ შემოვიდა - ვახტანგ გომელაური

05.03.21 19:08
 პოლიციის ბრალია, ვაქცინა რომ არ შემოვიდა - ვახტანგ გომელაური

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვა, თუ რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში კოვიდვაქცინის შემოსატანად, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზულად მიიჩნია.

პოლიციის ბრალია, საქართველოში ვაქცინა რომ არ შემოვიდა? სერიოზულ პასუხს როგორ ელოდებით? არ ვიცი, მე უნდა შემომეტანა ვაქცინა? შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა შემოეტანა? მე რა უნდა გამეკეთებინა, მე მგონი, არასერიოზულია - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფარგლებში იმყოფებოდა და დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.