კობა კობალაძის უწყება ვეტერანების ფულს პირადი კომფორტისთვის იყენებს - ბესო დონაძე

05.03.21 19:47
კობა კობალაძის უწყება ვეტერანების ფულს პირადი კომფორტისთვის იყენებს - ბესო დონაძე

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ბიუჯეტის ფულით ქათმის გრილი და სენდვიჩის მოსამზადებელი აპარატი შეიძინა მაშინ,  როცა ომმგამოვლილი ადამიანებისთვის მთავრობა თქვეში მხოლოდ 22 ლარს იმეტებს, აღნიშნავს ,,ევროპული საქაღთველოს" წარმომადგენელი, კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე. დონაძე პირდაპირ ამობს, რომ კობა კობალაძე ბიუჯეტის თანხას უმისამართოდ ფლანგავს ეს იმ ფონზე როცა ამ უწყებისთვის გამოყოფილი თითოეული თეთრი ომის ვეტერანებისთვის უმნიშვნელოვანესია.  ბიუჯტის ფულით ვეტერანთა საქმეების დეპარტმანეტმა აეროგრილის ორი დანადგარი და სენდვჩმეიკერები შეიძინა.  ვეტერანთა დეპარტამენტში არ მალავენ, რომ სამზარეულოს ტექნიკა  სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პირადი კომფორტისთვის შეიძინეს. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ  გრილი ქათმის შესაწვავად თანამშრომლების თხოვნით იყიდეს, რადგან ოფისის გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ და ახლა საკვებს სამსახურში მოამზადებენ.  კორუფციის მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს არის მაგალითი, როგორ ხარჯავს პირადი კომფორტისთვის სახელმწიფო მოხელე ხალხის ფულს. ბესო დონაძეს აინტერესებს, როდის უნდა მოამზადონ ქათამი, ან ხორცი გრილზე, სამსახურში, როდესაც წესით მთელი დღე ამ უწყებაში ვეტერანებზე ზრუნვით უნდა იყვნენ დაკავებულები. 


 

 

მსგავსი სიახლეები