მკვლელობა თელავში - ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა

08.03.21 11:34
მკვლელობა თელავში - ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა

27 წლის თელავში მცხოვრები აკო აბრამიშვილი, რომელიც ოჯახის წევრების მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიციას თავად ჩაჰბარდა.  ტვ პირველის ინფორმაციით, ის ჯერ სახლიდან გაიქცა, შემდეგ კი პოლიციაში მივიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ აბრამიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა არასდროს ყოფილა  კონფლიქტური. აბრამიშვილი წლების განმავლობაში ჯარში იმყოფებოდა. 

მკვლელობა თელავში, გოშაძის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.