ტრეფიკინგის ფაქტში ეჭვმიტანილი ხელწერილით გაათავისუფლეს

08.03.21 11:54
 ტრეფიკინგის ფაქტში ეჭვმიტანილი ხელწერილით გაათავისუფლეს

13 წლის მოზარდის დედა პოლიციას გამოძიების დაწყებას მისი შვილის გატაცების მუხლით სთხოვს. არასრულწლოვანის მშობელი ,,პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ  5 მარტს მისი შვილი თბილისიდან ბათუმში მოტყუებით წაიყვანეს და 13 წლის ბავშვის გადაყვანა თურქეთში იგეგმებოდა. არსებობს ჩანაწერები, სადაც ჩანს, ვის და რა მანქანით მიჰყავს დილის ექვს საათზე არასრულწლოვანი სახლიდან. ოჯახი დარწმუნებულია, რომ სახეზეა ტრეფრიკინგის ფაქტი, თუმცა პოლიცია გამოძიების დაწყებაზე უარს ეუბნებოდან იმ მოტივით, რომ ბავშვი სახლია უკვე.

13 წლის გოგონამ 19 წლის ახალგაზრდა ქალი თბილისში გაიცნო. 19 წლის გოგო არასრულწლოვანთან 2 დღე დარჩა,  ღამეს კი აივნიდან გადააპარა, მათ დახვდათ მანქანა, რომელმაც ხელვაჩაურში წაიყვანა. ისინი მიიყვანეს სახლში, სადაც სხვა ახალგაზრდებიც იმყოფებოდნენ. 

არასრულწლოვანის დედის ინფორმაციით, აღნიშნულ სახლში მის შვილს დაუხიეს დაბადების მოწმობა, აპირებდნენ ყალბი საბუთების გაკეთებას და თურქეთში გადაყვანას.  თურქეთიდან 19 წლის გოგოსა და მის სავარაუდო თანამზრახველს ვიღაცა ტელეფონით უკავშირდებოდა და მითითებებს აძლევდა.

მშობელმა არასრულწლოვანს პოლიციის დახმარების გარეშე მიაკვლია და სახლში დააბრუნა. 13 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა და შემდეგ კი ხელწერილით გაუშვა. მშობელს მიაჩნია, რომ პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს მფარველობს და გამოძიებას ითხოვს, პოლიცია კი მშობელს ეუბნება, რადგან ბავშვი სახლშია უკვე, დანაშაული არ არსებობს