2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს - საია

08.03.21 12:00
2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს - საია

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 8 მარტთან დაკავშირებით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ , ანგარიშს ავრცელებს. ,,საიას" შეფასების მიხედვით, 2020 წელის 9 თვის მონაცემებით საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის, თუ პარტნიორის მიერ.

ორგანიზაცია ასევე ამახვილებს ყურადღებას ისეთ პრობლემებზ,ე როგორიცაა ადრეული ქორწინება, სქესობრივი დანაშაული, იძულებითი აბორტი, ოჯახში ძალადობა. 

ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების  ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია - აღნიშნულია საია-ს შეფასებაში

,,ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია" ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შეიქმნას შესაბამისი გადამზადების პროგრამები; შსს-მ და პროკურატურამ უზრუნველჰყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია; პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაშ, ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.