მზად ვარ, სიცოცოხლე შევწირო - პირველი ინტერვიუ ისრაელის არმიის ქართველ ჯარისკაცთან

12.05.21 17:28
მზად ვარ, სიცოცოხლე შევწირო - პირველი ინტერვიუ ისრაელის არმიის ქართველ ჯარისკაცთან

20 წლის სალი ნასყიდაშვილი ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცია, რომლიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ქართველ გოგონას "ტვ პირველი" ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ნასყიდაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ის სავალდებულო ჯარში რამდენიმე თვის წინ წავიდა. 

გამომიძახეს, გვაქვს იმის ინფორმაცია, რომ ნებისმიერ მომენტში თუ დააკლდებათ ჯარისკაცები, განურჩევლად სქესისა, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ჯარისკაცები არიან, თუ კაცი ჯარისკაცები"- აცხადებს სალი ნასყიდაშვილი.

ისრაელის ქართველი ჯარისკაცის განცხადებით, ვითარებას ქალაქ ხაიფაში არაბების პროტესტი ართულებს: 

ვიმყოფები ქალაქ ხაიფაში, ისრაელში. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა ზოგადად ისრაელში, როგორც მოგეხსენებათ. ხაიფაში კონკრეტულად არც ისე რთული სიტუაციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთში მდებარეობს. მათთვის რთულია, რომ გადმოსხან ეს ყველა ბომბდამშენი და ყველა საფრენი საშუალებები, რაც გააჩნიათ, საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამიტომაც ვერც ისე წარმატებით ახორციელებენ ამ ყველაფერს ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ მაინც რთული სიტუაციაა, იმიტომ, რომ ხაიფა დახუნძლულია არაბებით. არაბები გამოდიან  და აწყობენ დემონსტრაციებს სამოქალაქო ომის მსგავსად. გუშინაც საკმაოდ რთული ვითარება იყო. ჩემი სახლის პირდაპირ საკმაოდ ბევრი არაბი გამოდიოდა. ანთებენ ცეცხლს, ყვირიან, გამოდიან ცივი იარაღითაც. საკმაოდ რთული ვითარებაა იმიტომ, რომ ეს არაბები უფრო საშიშები არიან, ვიდრე ეს ბომბდამშნები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს "რკინის გუმბათები", რომლებითაც ვახერხებთ ამ ბომბების მოგერიებას. არაბების მოგერიება უფრო რთულია, აბსოლუტურად უკონტროლოები არიან"- ამბობს "პირველებთან" ქართველი ჯარისკაცი. 

სალი ნასყიდაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში მშობლების ემოციებზე ისაუბრა: 

დედაჩემიც ძალიან ნერვიულობს, გუშინაც ძლივს ვაწყნარებდი. მეც ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. ჩვენ სანამ ამ ყველაფერს გავივლიდით, როცა პირველად შემოვდგი ჯარში ფეხი, დავიფიცე, სპეციალური უდიდესი რიტუალი გვქონდა დაფიცების. დავიფიცეთ მთლიანი ჯარის წინაშე, რომ თუ რამე მოხდებოდა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, რაც ხდება აქ და მე შემიძლია, ჩემი სიცოცოხლე შევწირო, თუ საჭირო იქნება.  მზად ვარ ამ ყველაფრისთვის, თუ ამას ვაკეთებ, ვაკეთებ ბოლომდე. რადგან ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ეს ქვეყანა გვეხმარება ძალიან ბევრ რამეში და როგორც საქართველოა ჩემი სამშობლო 100 %-ით, ასევეა ისრაელი, - ამბობს სალი ნასყიდაშვილი. 

მსგავსი სიახლეები