დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა დიაკვნები გაათავისუფლა

08.03.21 15:47
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა დიაკვნები გაათავისუფლა

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.  სადამსჯელო ღონისძიებების გატარების შემდეგ ახალმა მიტროპოლიტმა  კრება ჩანიშნა, რომელსაც ლენტეხის ეპარქიიდან მიწვეული სასულიერო პირებიც  ესწრებიან. 

შენობის გარეთ პეტრე ცაავას მომხრეები არიან შეკრებილი და საპატრიარქოს მოუწოდებენ გადაყენებული მიტროპოლიტის განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს, ასევე მღვდელმსახურება აღუდგინონ იმ ორ დიაკვანს, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ, მათი მტკიცებით,  სწორედ ცაავასთან მეგობრობის გამო დასაჯა.

ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, მას უნდათ რომ დავემონოთ, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება ღვთისგან მიცემული, ვითხოვთ სამართლიანობას, უსამართლოს არაფერს ვითხოვთ - ამბობს გათავისუფლებული დიაკვანი. 

მოწვეული სასულიერო პირების მონაწილეობით, სხდომა უკვე 2 საათია მიმდინარეობს.