ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადაცვივდა - დაშავდნენ ჟურნალისტები

08.03.21 17:15
ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური  დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადაცვივდა - დაშავდნენ ჟურნალისტები

ტვ პირველის ინფორმაციით, ჭყონდიიდს ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მეორე სართულიდან ხალხი გადაცვივდა. არსებული ინფორმაციით, ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს კრეს. არიან დაშავებულები, მათ შორის  ტვ პირველის ოპერატორი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით სააავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა აპარატურაც. 

პეტრე ცაავას მომხრეებსა და ეპარქიის სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა.