მარტვილში დაშავებული ტვ პირველის ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

08.03.21 18:31
მარტვილში დაშავებული ტვ პირველის ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ტვ პირველის ოპერატორის,  ალეკო ხაზალიას, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ამ წუთებში მას გამოკვლევები უტარდება, ხაზალიამ მეორე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ გონება დაკარგა,მას დახმარება ადგილზე ჩაუტარეს და ემერჯენსის კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენ დაშავებულებს უტარებენ გამოკვლევებს.

 ტვ პირველის ჟურნალისტის, პაპუნა შუშანიას ინფორმაციით,

მარტვილის ეპარქიის შენობაში მიმდინარეობდა სასულიერო პირების სხდომა, სადაც ორ მღვდელთმსახურს  უფლებამოსილება შეუჩერდა. ჟურნალისტები გარეთ ველოდებოდით დასასრულს, რომ კომენტარები ჩაგვეწერა, სხდომიდან ხმაური გამოდიოდა, შიგნით ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა, ზოგმა სასულიერო პირმა გადაწყვიტა, სხდომა დაეტოვებინა.  კარები ჩაკეტილი დახვდათ, მოაწვნენ ინერციით, ჩვენც მოგვაწვნენ, აივანი ჩაიშალა და ჩავვარდით  - აცხადებს ტვ პირველის ჟურნალისტი, პაპუნა შუშანია.

მარტვილის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულია "ტვ.პირველის" ჟურნალისტი, "რუსთავი 2"-ის ოპერატორი, "მთაავრი არხის" ჟურნალისტს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.