სროლა ვაკეში - სავარაუდოდ, არის დაჭრილი
სროლა ვაკეში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაიჭრა ერთი პირი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა 6-7ჯერ გაისროლა და ტერიტორიიდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.