"კინწისკვრით არიან ესენი გამოსაყრელები"- ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

09.03.21 11:10
"კინწისკვრით არიან ესენი გამოსაყრელები"- ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. დიაკვნები, რომელთაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა, დათმობას არ აპირებენ. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ კონფლიქტი მეუფე სტეფანეს ბრალეულობით გაღვივდა.  სასულიერო პირების კრებაზე  კონფლიქტი ისე გამწვავდა, რომ   გავრცელებული ინფორმაციით მღვდლებმა ერთმანეთს სცემეს.

ეს არის ბრალეულობა სწორედ იმ შიდადაპირისპირების, რაც ეპისკოპოსმა დათესა. ეპისკოპოსი რომ ყოფილიყო ბევრად გაწონასწორებული, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა თავხედმა სასულიერო პირმა მღვდელს გაარტყა ხელი. ამაზე მოციქულთა კანონი მკაცრად აკეთებს ხაზგასმას და მოითხოვს განკვეთას. მაგრამ მე იმედი არ მაქვს ასეთი უსამართლო თავხედური კრებებისგან, ამიტომ არის, რომ კინწისკვრით არიან ესენი გამოსაყრელები - ამბობს ანდრია სარია.

სასულიერო პირებს მხოლოდ ერთმანეთზე არ უძალადიათ, ფაქტის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტებს სასულიერო პირებმა ძალის გამოყენებით  ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რა დროსაც მეორე სართულის მოაჯირი ჩაინგრა და მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან გადავარდნენ. დაშავებულია 10 მდე ადამიანი. ახლა მრევლის ნაწილი მეუფეს ეპარქიის დატოვებას თხოვს. მეუფე კი მათ პირიქით პროვოკაციაში ადანაშაულებს,