მოტეხილობები, ხერხემლის დაზიანება - დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეობა

09.03.21 11:15
მოტეხილობები, ხერხემლის დაზიანება - დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეობა

 მარტვილში, მიტროპოლიტის რეზიდენციაში, ფიზიკური დაპირისპირების დროს აივნიდან გადავარდნილი ათამდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.დაშავებულებს შორის არის ტვ პირველის ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და ოპერატორი ალექსანდრე ხაზალიაც.ისინი პროფესიული საქმიანობის დროს შენობის მეორე სართულიდან გადავარდნენ.

ექიმების თქმით, კვლევების საფუძველზე ორ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნებათ. ერთერთს კი ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები