საქართველოს გენპროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე დაიწყო

09.03.21 12:38
საქართველოს  გენპროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ტვ პირველის ეთერით  გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება  კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ან მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება პროკურატურაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების გამო დაიწყო.  

 
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას, - ნათქვამია პროკურატურის განცახადებაში.