ჭყონდიდის ეპარქიაში პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს - უფლებაშეჩერებული დიაკვნები

09.03.21 13:36
ჭყონდიდის ეპარქიაში პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს - უფლებაშეჩერებული დიაკვნები

მარტვილის ეკლესიის მრევლის ნაწილი მეუფე სტეფანეს ეპარქიის დატოვებას თხოვს, მიტოპოლიტი კი მათ პროვოკაციაში ადანაშუალებს. დიაკვანები, ვისაც მეუფე სტეფანემ მღდელმსახურება შეუწყიტა, სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ხელჩართული ჩხუბის პროვოცირება მეუფე სტეფანემ გამოიწვია. სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ რეალურად პროცესებს საპატრირქოშიც და ეპარქიაშიც პატრირქის მდივან -რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მართავს და მეუფე სტეფანეც მის გარეშე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

მეუფე სტეფანე დარეკავს საპატრიარქოში  და ეკითხება რჩევებს შორენას, კითხავს ჯაღმაიძეს. მერე ჩამოვა და ამბობს, ასე არ შეიძლება, ამან დაღუპა ჩვენი ქვეყანა, თავზე გვენგრევა ეკლესია, საქართველო- ამბობს ჭყონდიდის ეპარქიიდან განდევნილი დიაკვანი.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 8 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანემ რამდენიმე დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ ფაქტს მღვდლების უკმაყოფილება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები