რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ დელეგატები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ

09.03.21 18:30
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ დელეგატები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის, გუნდი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მორაგბეები აღნიშნავენ, რომ პარტია ,,ქართული ოცნების" მდივანი, ირაკლი კობახიძე, არჩევნების პროცესში უხეშად ერევა და ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებლის, სოსო ტყემალაძის, პრეზიდენტად გაყვანას ცდილობს. გარდა ამისა, დელეგატები რაგბის კავშირის აჭარის ორგანიზაციის წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ახალ ფაქტებზე საუბრობენ. 

ბიძინა ივანიშვილის სასურველი კანდიდატის, სოსო ტყემალაძის, უშუალო კონკურენტის, ირაკლი აბუსერიძის, მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების" მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პირადად დარეკა აჭარაში და მიანიშნა, რომ თუ პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძეს მხარს არ დაუჭერენ, ციხე ემუქრებათ.  გარდა ამისა, ქედაში ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტის, კახა ხაბაზის,  7 თვის ბავშვს ოპერაციის დაფინანსება შეუჩერეს, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ კლუბ ,,არმიას" პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი, კი დაიბარეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. 

თანამდებობის დატოვება მომთხოვეს, არადა, 1992 წლიდან ვარ ამ პოსტზე, მეტი ზეწოლა რა გინდათ, გპირდებით, ჩვენს ხმებს დავიცავ.- ამბობს ირაკლი სულთანიშვილი.

რაგბის კავშირის არჩევნები ხვალ გაიმართება,  დელეგატების ნაწილი რაგბის კავშირის შენობის წინ აქციის მოწყობას აანონსებს.
 

მსგავსი სიახლეები